🎵

KIDOBANI

Album: LAZYBONES Durasi: 3:22

შენ ხარ ნათელმხილველი

ხანგრძლივი კვირის პარასკევი

ბუდიდან გადავარდნილი ფრინველი

გულის სიღრმიდან ამოუშიგნავი შოკი

ღამღამობით დაგელოდებოდი

როგორიც გინდა ისეთი მოდი

მეგონა უფრო ჩავღრმავდებოდი

ან საერთოდ როგორ ვარსებობდი მაშინ

ლი ჰარვი ოსვალდის ალიბი ვარ

შენ სრულყოფილების ყალიბი ხარ

ხიდზე გადადიხარ, ფიქრებით გარბიხარ

რა მისაბაძი ხარ, ან ვის აბადიხარ თუ არა მე

მზე და მთვარე და ჩვენი ღამენათევი თვალები

ერთმანეთს ლაბირინთში მიაგნებენ

იარეს და ნახეს, კიდობანი არარატის მთაზე მიაბეს

ეს დაკარგული ბავშვები სამეფოა

მიუსაფარი სულების საუფლოა

გაყალბებული ყვავილების საამქროა

რომელი უფროა, ერიკა ბადუა, ეს უკვე ის დროა

ჩვენ რომ ვუცდით

მგონი სეტყვაა, სეტყვაა

მგონი სეტყვაა, სეტყვაა

წარმატებები კონექტიკუტის შტატში

ვიმედოვნებ ისევ გნახავ მომავალში

ვანილის ნაყინს რომ გაუცვლი შოკოლადში

გაგახსენდება რამდენად გტკიოდა მაშინ სახლში